მსოფლიოსიახლეები

რუსული ნავთობის ფასი $13-მდე დაეცა

ყველაზე გავრცელებული რუსული წარმოების Urals-ის მარკის ნავთობის ფასი სასაქონლო ბირჟებზე 13 დოლარამდე შემცირდა. ბოლოს, ასე იაფი რუსული ნავთობი 1999 წელს ღირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბიზნეს გამოცემა Argus Media ავრცელებს.

21-ე საუკენეში რუსული ნავთობის ფასი ამ ნიშნულამდე არც ერთხელ დავარდნილა. გასული კვირის განმავლობაში დასავლეთ ევროპაში ბარელი რუსული ნავთობი 5 დოლარით გაიაფდა. Urals-ის ნავთობის მინიმალური ფასი, რომელიც რუსეთის 2020 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული, 42,4 დოლარია. შესაბამისად, ფასის ვარდნით გამოწვეული ზარალის დასაკომპენსირებლად, ფედერაციას დაგროვილი რეზერვების გამოყენება მოუწევს.

ნავთობის ფასების შემცირება თავდაპირველად, ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე, მთელ მსოფლიოში შემცირებულ მოთხოვნას მოყვა. ფასების ვარდნამ უფრო მკვეთრი და მასშტაბური ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც 6 მარტს რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის 2016 წლის შეთანხმება ჩაიშალა.

მხარეები ნავთობის მოპოვების შემდგომ შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ, რასაც ავტომატურად მანამდე არსებული შეთანხმების ჩამოშლა მოყვა. შეთანხმების ჩაშლის შემდეგ საუდის არაბეთმა მოპოვების რეკორდულად ზრდის გეგმის შესახებ განაცხადა. საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას დღეში 13 მილიონ ბარელამდე გაზრდის.

მოპოვების ტემპების გაზრდას გეგმავენ რუსეთშიც. საუბარია დღეში, დაახლოებით 300 ათას ბარელზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button