ეკონომიკამნიშვნელოვანიმსოფლიო

რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში 30%-ით გაუფასურდა

100 რუსული რუბლი 0.980565 დოლარი ღირს

რუსული რუბლის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 30%-ით დაეცა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსული ვალუტის ახალი რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ქვეყნის ზოგიერთ ბანკს SWIFT–ის საერთაშორისო გადახდის სისტემის გამოყენება აეკრძალა.

მზარდმა დაძაბულობამ ასევე განაპირობა ის, რომ ერთი ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა.

რუსეთი ნავთობისა და გაზის ექსპორტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული SWIF-ის სისტემაზე.

ასევე გაიყინება რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები, რაც შეზღუდავს ქვეყნის შესაძლებლობის წვდომის საზღვარგარეთულ რეზერვებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button