მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან

რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან – ინფორმაციას უკრაინული წყაროები ავრცელებენ. უკრაინულმა ძალებმა რუსული კოლონის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა იერიში კროპივ ნიცკზე, ვილო კოვოსა და ტირას პოლზეც მიიტანეს.

კიევის ოლქში დილიდან 7-მდე აფეთქება განხორციელდა. მერის ინფორმაციით, ბოლო თავდასხმისას დაშავებულია მინიმუმ სამი პირი. ქალაქში ჩართულია განგაშის სიგნალი. კომენდანტის საათის ვადა ამოწურულია, მოქალაქეების გადაადგილება საღამომდე აღარ ეზღუდებათ. უკრაინის პრეზიდენტმა საყოველთაო მობილიზება გამოაცხადა, საომარი ვითარების გამო უკრაინაში, საყოველთაო მობილიზაციის შესახებ განკარგულების თანახმად, 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ.

“18-დან 60 წლამდე მამაკაცებს, უკრაინის მოქალაქეებს, უკრაინის საზღვრების დატოვება ეკრძალებათ. ეს რეგულაცია ძალაში იქნება საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის მოქმედების პერიოდში. ვთხოვთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ეს ინფორმაცია,“– აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ. განკარგულების თანახმად, მობილიზაცია განხორციელდება დადგენილების ძალაში შესვლიდან 90 დღის ვადაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიევის თავზე ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე სუ-27.

ცნობისთვის, ამ წუთებში უკრაინაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რუსეთმა სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. აფეთქებების ხმა ისმის კიევში.

მსგავსი პოსტები

Back to top button