რუსული თვითმფრინავის მიერ მიყენებული დაზიანების შემდეგ აშშ-ს შავ ზღვაში უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება მოუწია

რუსული თვითმფრინავის მიერ მიყენებული დაზიანების შემდეგ აშშ-ს შავ ზღვაში უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება მოუწია, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, პეტ რაიდერმა განაცხადა.
ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების ხელმძღვანელის თქმით, ამ ინციდენტმა რუსული მხარის მიერ უსაფრთხოებისა და არაპროფესიონალიზმის გარდა, კომპეტენციის ნაკლებობის დემონსტრირებაც მოახდინა.
ვაშინგტონმა მომხდარის გამო რუსეთის ელჩი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარა.
ინციდენტს პროვოკაციად აფასებენ მოსკოვში და ამტკიცებენ, რომ ამერიკულ დრონთან უშუალო კონტაქტი არ მომხდარა. რუსული მხარე ამბობს იმასაც, რომ ამერიკულ თვითმფრინავებს რუსეთის საზღვართან “არაფერი ესაქმებათ”.
პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, დაზიანების შემდეგ უპილოტო თვითმფრინავს ფრენის შესაძლებლობა პრაქტიკულად აღარ ჰქონდა.
პეტ რაიდერის განცხადებით, რუსეთს ამ დროისთვის ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი არ აღმოუჩენია.
„ჩვენ ვაგრძელებთ ზუსტად იმის შეფასებას, რაც მოხდა. მაგრამ, ვფიქრობ, რუსი მფრინავების ქმედებებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ეს იყო სახიფათო, არაპროფესიონალური და, ვფიქრობ, ქმედებები თავისთავად მეტყველებს. რაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, იყო მოიერიშე თვითმფრინავი, რომელიც საწვავს ასხამდა ამ უპილოტო საფრენი აპარატის წინ და შემდეგ ისე მიუახლოვდა თვითმფრინავს, რომ რეალურად დააზიანა მისი პროპელერი. ჩვენ ვაფასებთ, რომ მან შესაძლოა, გარკვეული ზიანი მიაყენა რუსულ თვითმფრინავსაც“, – აღნიშნა პეტ რაიდერმა.
შავი ზღვის თავზე რუსული „სუ-27“-ის ტიპის თვითმფრინავი ამერიკულ დრონს გუშინ შეეჯახა.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები შავი ზღვის თავზე ფრენებს გააგრძელებენ, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ სადაზვერვო დრონთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის საჰაერო ხომალდები ამ საჰაერო სივრცეში წელიწადზე მეტია დაფრინავენ და ეს გაგრძელდება.
ინციდენტის გამო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი დაიბარე
ამასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შავი ზღვის თავზე ამერიკული დრონის ჩამოვარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი მისივე “მკვეთრი მანევრირების” შედეგად ჩამოვარდა.
ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდნამდე რუსეთის საზღვრისკენ მიემართებოდა
უწყება ამბობს, რომ MQ-9-სთან რუსეთის ძალები შეხებაში არ ყოფილან. სამინისტრო ამბობს, რომ რუსეთს არ გამოუყენებია საჰაერო სადესანტო იარაღი და არ შედიოდნენ კონტაქტში თვითმფრინავთან.
“მოსკოვის დროით დაახლოებით 9:30 საათზე მკვეთრი მანევრირების შედეგად MQ-9 უპილოტო საფრენი აპარატი უკონტროლო ფრენაში წავიდა სიმაღლის დაკარგვით და შეეჯახა წყლის ზედაპირს”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მანამდე აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი სუ-27 ამერიკულ MQ-9 თვითმფრინავს შეეჯახა. უწყების ცნობით, ორი რუსული საჰაერო ხომალდიდან ერთ-ერთმა „არა უსაფრთხო და არაპროფესიონალური“ მანევრით ჩაუჭრა გზა ამერიკულ დრონს, რა დროსაც მის პროპელერს გამოედო.