მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული ტყვეობიდან 44 ჯარისკაცი გათავისუფლდა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 44 ადამიანი დაიბრუნა, მათ შორის 2 სამოქალაქო პირი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის თქმით, უკრაინაში დაბრუნებულთა შორისაა 36 რიგითი და 6 ოფიცერი. ესენი არიან სამხედროები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის მებრძოლები და მეზღვაურები, დაწერა ერმაკმა.შინ დაბრუნდა 44 უკრაინელი და 40 რუსი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სახლში ბრუნდებიან ჯარისკაცები, რომლებიც ქვეყანას ხერსონის ოლქსა და უკრაინის აღმოსავლეთის სხვა ტერიტორიებზე იცავდნენ. გათავისუფლებულ ტყვეებს შორის არიან “აზოვსტალის” მცველებიც.
“სახლში ჩვენი 44 ადამიანის დაბრუნება მოვახერხეთ. მათ შორის – 36 რიგითი და სერჟანტი, და 6 ოფიცერი. ისინი არიან სამხედროები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიელები, მეზღვაურები. ადამიანები მარიუპოლს, “აზოვსტალს”, ხერსონის ოლქს იცავდნენ, აღმოსავლეთში ებრძოდნენ მტერს. ასევე ორი სამოქალაქო პირი გავათავისუფლეთ”, – წერს ერმაკი.

მითი თქმით, გათავისუფლებულებს შორის არიან დაჭრილები, რომლებსაც მტერი ტყვეობაში აწამებდა.

ერმაკი აღნიშნავს, რომ გათავისუფლებულებს შორის არის 2 მამაკაცი, რომელთა მეუღლეების ტყვეობიდან დაბრუნება მანამდე მოხერხდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, ტყვეობიდან დაბრუნდა 40 სამხედრო. სააგენტო „ტასსის“ თანახმად, მათ მოსკოვში ჩაიყვანენ მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. 16 აპრილს, ერმაკის ცნობით, უკრაინაში რუსეთიდან 130 სამხედრო დაბრუნდა. 24 მარტს უკრაინამ რუსეთს გადასცა მძიმედ დაჭრილი სამხედრო ტყვეები, რომელთა ტრანსპორტირებაც შეიძლებოდა. საკოორდინაციო შტაბის თანახმად, რუსეთის მხარეს გადაეცა ყველა მძიმედ დაჭრილი ტყვე. მათი რიცხვი არ არის დაზუსტებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button