მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული ტყვეობიდან 45 უკრაინელი დაბრუნდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი 6 მაისს იუწყება, რომ რუსეთის ტყვეობიდან უკრაინამ დაიბრუნა ეროვნული გვარდიის 45 მოსამსახურე, რომლებიც მარიუპოლს იცავდნენ.
„ყველა მათგანი არის იმ ქვედანაყოფის ეროვნული გვარდიელი, რომეცლი ცხრა წლის წინ აზოვის ზღვრის ნაპირზე შეიქმნა. 35 რიგითი და სერჟანტი, 10 ოფიცერი. მათ შორის არიან მებრძოლები, რომლებიც მარიუპოლის დაცვისას დაქორწინდნენ. ასევე არის ჩვენი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსეთის ტყვეობაში 2,5 წელიწადი იმყოფებოდა“, – წერს ანდრეი ერმაკი.

რუსეთში უკრაინის მხარის ტყვეობიდან დაბრუნდა სამი სამხედრო მფრინავი – იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ “ეს განხორციელდა მოლაპარაკების რთული პროცესის შედეგად”, ხოლო მფრინავებს “ტყვეობაში სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ”.

არც უკრაინა და არც რუსეთი მომხდარს ოფიციალურად არ უწოდებენ ტყვეთა გაცვლას.

მსგავსი პოსტები

Back to top button