მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს

ხერსონის სოფელ მიროლიუბოვკაში ერთ-ერთ საწარმოში ჭურვი აფეთქდა

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.
“გუშინ, კონსტანტინოვკაზე რუსებმა მასიური თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. დაზიანდა 8 კერძო სახლი, 7 მაღალსართულიანი შენობა, 2 საწარმო და 5 ინფრასტრუქტურული ობიექტი. მტერმა ესროლა დრუჟკოვკასაც – დაშავდა 2 ადამიანი, დაზიანდა 2 სახლი”, – ამბობს კირილენკო.
მისი თქმით, დონეცკის მიმართულებით, ავდიივკაში 4 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ვუჰლედარისა და გორლოვკას მიმართულებით 4 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები.
უკრაინის ცნობით, დონეცკის რეგიონში, სამი მიმართულებით, ბახმუტში, ავდეევკასა და მარინკაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

ხუთი ადამიანი დაიღუპა ხერსონის რაიონის სოფელ მიროლიუბოვკაში, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ საწარმოში აუფეთქებელი ჭურვის აფეთქების შედეგად. დაღუპულთაგან ყველაზე ახალგაზრდა 27 წლისა იყო, ყველაზე უფროსი 68-ის.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა თქვა, რომ ჭურვი რუსული დაბომბვის შემდეგ იყო დარჩენილი.
ერმაკის თქმით, ტრაგედია სოფელ მიროლიუბივკაში მდებარე ერთ-ერთ სოფლის მეურნეობის საწარმოში მოხდა.
როგორც ერმაკმა აღნიშნა, ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 27 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი 68-ის.
ხერსონის რაიონის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე გახსნა ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე.
გასული დღის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა ხერსონის რეგიონს 400-მდე ჭურვი ესროლეს, თავდასხმების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.
ასევე გუშინ, რუსულმა ავიაციამ ორი ბომბი ჩამოაგდო ხერსონის რეგიონის ქალაქ ბერისლავზე. დაბომბვის გამო ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
უკრაინის ცნობით, რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ ხერსონის ოლქის დაბომბვას სხვადასხვა იარაღით, კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ ინფრასტრუქტურას.

მსგავსი პოსტები

Back to top button