მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსულმა ძალებმა ხარკივი და მარგანეცი დაბომბეს

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი მარგანეცი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

“რაშისტებმა მარგანეცს დაარტყეს. მათ მოკლეს ორი ქალი – 62 და 57 წლის. ოთხი ქალი და ერთი კაცი დაშავდა. ქალაქში დაზიანდა შვიდი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ოთხი კერძო სახლი”, – თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის ცნობით, რუსი ოკუპანტები დნეპროპეტროვსკის რეგიონს სისტემატურად ბომბავენ. რუსეთის დარტყმებისგან ყველაზე მეტად ნიკოპოლი, მარგანეცი და სხვა დასახლებები ზარალდებიან.

საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსი ოკუპანტების მხრიდან მარგანეცის დაბომბვის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაშავდა. ასევე, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხარკივზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს დაბომბილია საცხოვრებელი კორპუსები და ურბანული ინფრასტრუქტურა მისი თქმით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

“რუსებმა ხარკივზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. სკოლის ტერიტორიას დაარტყეს, შენობა ნაწილობრივ დაზიანებულია. მსხვერპლი არ არის, საბედნიეროდ”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის,ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ქალაქში აფეთქებებია.

დღეს დილით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაში გამოცხადდა რადგან ბელარუსის აეროდრომიდან MiG-31K-ის გამანადგურებელი აფრინდა. განგაშის დროს, ხარკივზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ცეცხლის ქვეშ მოექცა.

გუშინ, აფეთქებები ოდესის რეგიონში მოხდა – რუსებმა რაკეტები სამხრეთ რეგიონის მიმართულებით გაუშვეს. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა სამშაბათს კრამატორსკში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button