მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსულმა ძალებმა კიევი დაბომბეს

რამდენიმე კვირის შემდეგ პირველად, ღამით, კიევში აფეთქებები იყო, აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები.

“რამდენიმე აფეთქება მოხდა კიევის დარნუცკის და დნიპროვსკის რაიონებში. შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ ადგილზე. დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით”, – განაცხადა 5 ივნისს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე და დაამატა, რომ შემთხვევის ადგილზე მაშველები იმყოფებოდნენ.
კიევის მერის, განცხადებით, სარაკეტო დარტყმები დარნიცკის და დნეპროვსკის რაიონებში განხორციელდა. დაიბომბა საქალაქო ინფრასტრუქტურა.

კლიჩკოს თქმით, ერთი ადამიანი დაშავდა, დაღუპულების შესახებ კი ინფორმაცია არ არის. აფეთქებების მიზეზი უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში რეგულარულად ისმის საჰაერო თავდასხმის სირენები, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქალაქში სიმშვიდე იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავისი ძალები გაიყვანა ტერიტორიიდან და გადაისროლა დონბასის რეგიონსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში.

გარდა ამისა, როგორც დასავლური მედია წერს, ვრცელდება ცნობები საპორტო ქალაქ ოდესის მახლობლად დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო იერიშების შესახებ.

კიევში დღეს დილით რუსული ძალების საჰაერო თავდასხმებს ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიც.

„აგრესორი აგრძელებს სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, კერძოდ კიევში“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის გენშტაბიც. უწყების ცნობით, რუსი ოკუპანტები ინტენსიურად ბომბავენ სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს

ქვეყნის აღმოსავლეთით ქალაქ სევეროდონეცკში, ლუგანსკის რეგიონში, ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. უკრაინულმა ძალებმა 4 ივნისს განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ქალაქის ზოგიერთი ნაწილი დაიბრუნეს.

4 ივნისს ლუგანსკის რეგიონში სულ მცირე 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა ახლომდებარე ქალაქ ლისიჩანსკშიც.

რუსული დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა მიკოლაივში, განაცხადა 4 ივნისს მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა.

უკრაინის სამხრეთით, ოდესის რეგიონში რაკეტა მოხვდა სასოფლო-სამეურნეო საწყობს, რის შედეგადაც 4 ივნისს დილით ორი ადამიანი დაშავდა, წერს რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენელი Telegram-ზე.

ამ კვირის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა კიდევ 700 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, მათ შორის ოთხი მძლავრი სარაკეტო სისტემა, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს მძიმე არტილერია 70 კილომეტრამდე.

უკრაინამ 4 ივნისს განაცხადა, რომ თვითმავალი ნორვეგიული ჰაუბიცები ახლა განლაგებულია ფრონტის ხაზზე.

რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა და მილიონობით დევნილი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button