მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსულმა ჯარმა უკრაინაში უკვე 245 220 სამხედრო დაკარგა

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს დღევანდელი დღის მდგომარეობით, რუსულმა ჯარმა უკრაინაში უკვე 245 220 სამხედრო დაკარგა, მათ შორის 390 ჯარისკაცი მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 245 220
​ტანკი – 4 191
ჯავშანტექნიკა – 8 167
საარტილერიო სისტემა – 4 786
სარაკეტო სისტემა – 698
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 458
თვითმფრინავები – 315
ვერტმფრენი – 311
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 007
საკრუიზო რაკეტები – 1 347
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 247
გემი/ნავი/კატარღა – 18
​სპეციალური აღჭურვილობა – 710.

მსგავსი პოსტები

Back to top button