მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ომალოდან შეუძლოდ მყოფი ამერიკელი ფოტოგრაფი ვეტმფრენით ჩამოიყვანეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოდან მაშველებმა, შეუძლოდ მყოფი ორი პირი გადმოიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა.

შეტყობინების ავტორის განმარტებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში, მეცხვარეებთან ერთად იყო აშშ-ის მოქალაქე ფოტოგრაფი, რომელიც შეუძლოდ იყო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.

გარდა ამისა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა 61 წლის ასაკის მწყემსს, რომელიც ომალოს მიმდებარედ, მთაში, მწყემსებისთვის განკუთვნილ შენობაში იმყოფებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფი ომალოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისიდან ჩავიდა, რადგან დასახელებულ ლოკაციებზე საავტომობილო გზა დაკეტილია.

მეხანძრე-მაშველებმა ორივე მოქალაქე უკვე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ ექიმები შესაბამის სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button