მნიშვნელოვანისაქართველო

Ryanair იტალია-საქართველოს მიმართულებით ფრენებს აჩერებს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair- ი იტალია საქართველოს მიმართულებით ფრენებს 7 მარტიდან ერთი თვის მანძილზე 7 აპრილის ჩათვლით აუქმებს, –  ამის შესახებ ნათქვამია Ryanair-ის ოფიციალურ გვერდზე.

” COVID-19–(კორონავირუსის) ის გავლენის გამო და სამთავრობო საკუთრებაში არსებული ქართული აეროპორტების მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ არაერთი ფრენა იტალიიდან საქართველოში.(მილანი-თბილისი  შევამცირეთკვირაში 2 სიხშირემდე, ხოლო მილანი-ქუთაისი 1თვის მანძილზე სრულიად)

ამ ფორს-მაჟორული ცვლილებებით დაზარალებულ ყველა მომხმარებელს ეცნობათ და სრულად აუნაზღაურდებათ გადახდილი საფასური. აგრეთვე ჩვენი გვერდიდან შეეძლებათ ფრენის შეცვლა სხვა მიმართულებით და თარიღების მიხედვით – სრულიად უფასოდ.” – FLIGHT AND PASSENGER RESTRICTIONS FROM ITALY_final

ავიაკომპანიამ ასევე გააჩერა ფრენები იტალიიდან იორდანიასა და ისრაელში, მონტენეგროსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში.

საქართველოში კორონავირუსის უკვე ცხრა შემთხვევაა დადასტურებული.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ამავე მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსი COVID 19 პირველად 2019 წლის ბოლოს ჩინეთში დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელების კუთხით მაღალი რისკის ქვეყნებად ითვლება ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი. საქართველოსი ახალი კორონავირუსი სწორედ იმ პირებს დაუდგინდათ, რომლებმაც იტალიასა და ირანში იმოგზაურეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button