მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთ­ში ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად ნაცემი ქალი გარდაიცვალა

სა­გა­რე­ჯო­ში ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად ნაცემი ქალი გარდაიცვალა.

შემთხვევა 11 ნოემბერს მოხდა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მამაკაცმა ქალს სახლში მიაკითხა, მოტყუებით გაიყვანა, რის შემდეგაც სასტიკად გაუსწორდა და თავში ქვა ჩაარტყა.

ქალი რამ­დე­ნი­მე დღე კლი­ნი­კა­ში გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ექიმებმა ვერ მოახერხეს.

გარდაცვლილს 2 შვილი დარჩა.

მამაკაცი, რომელიც უკვე დაკავებულია, ცოტა ხნის წინ, ამნისტიით განთავისუფლდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button