საქართველოსიახლეები

სააღდგომო ღვთისმსახურება კომენდანტის საათის დროს ჩატარდება

სამების საკათედრო ტაძარში, ბზობის წირვის დროს არქიდიაკონმა დემეტრემ მრევლს “ვნების შვიდეულის მსახურების” განრიგი გააცნო. მომავალი კვირის წირვების გეგმის მიხედვით ჩანს, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების მიუხედავად, საპატრიარქო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სააღდგომო მსახურებების ჩატარებას. ასევე, შაბათს, აღდგომის წინა ღამეს, კომენდანტის საათის დროს დაიგეგმა ლიტანიობა.

არქიდიაკონს არ დაუკონკრეტებია დეტალები, ეს ყველაფერი მრევლის თანდასწრებით ჩატარდება, თუ მის გარეშე. განრიგი შემდეგია:

ორშაბათს დილის 9 საათზე პირველშეწირული ლიტურგია, ხოლო საღამოს 16 საათზე სერობის ჟამი და ცისკარი;
სამშაბათს დილის 9 საათზე პირველშეწირული ლიტურგია, საღამოს 16 საათზე შვიდგზის ზეთისცხება;
ოთხშაბათს დილის 9 საათზე პირველშეწირული ლიტურგია, ხოლო საღამოს 16 საათზე სერობის ჟამი და ცისკარი;
ხუთშაბათს 10 საათზე ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია და წმინდა საიდუმლო სერობის გახსენება, საღამოს 16 საათზე 12 ვნების სახარება;
პარასკევს სამეუფეო ჟამები, შუადღის 14 საათზე გარდამოხსნის გამოსვენება და დატირება;
შაბათს დილის 7 საათზე შესრულდება წესის აგება, ჟამების კითხვა, ხოლო 9 საათზე შესრულდება წმ. ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია;
საღამოს 22 საათზე შუაღამის ჟამი;
23 საათზე ტაძარში მივა ილია მეორე, ხოლო ღამის 12 საათზე დიაწყება ლიტანიობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button