სააღმზრდელო პროცესი, გურჯაანის საბავშვო ბაღებში, ვერ განახლდა
1 დეკემბრისათვის დაგეგმილი სააღმზრდელო პროცესი, გურჯაანის საბავშვო ბაღებში, ვერ განახლდა.
მიზეზად რეგიონში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება სახელდება.
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების განმარტებით, პროცესი ჯანდაცვის უწყებებთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.
ჩვენი სურვილი იყო სააღმზრდელო პროცესის განახლება, თუმცა შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციების შედეგად, მოგვეცა რეკომენდაცია, რომ საბავშვო ბაგა- ბაღების გახსნა უფრო მეტად დაამძიმებდა ისედაც რთულ ეპიდსიტუაციას. ამის გათვალისწინებით, სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდება- აცხადებენ გაერთიანებაში.
ამ ეტაპზე, გაერთიანება სასურსათო კალათებისა და საახალწლო პაკეტების შეძენაზე მუშაობს, რომლებსაც 20 დეკემბრის შემდეგ, ბაღების აღსაზრდელები ბინაზე მიიღებენ.
რადიო ჰერეთის კორესპოდენტი კახეთის რეგიონში ხათუნა გულიაშვილის ხმა