EMC – მ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა”, ლგბტ აქტივისტის სახელით, სტრასბურგის სასამართლოს განაცხადით მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს მიერ თავისუფლების შეზღუდვასა და არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ 2016 წლის 17 მაისს ლგბტ აქტივისტების უფლებები დაირღვა.

EMC -ი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავებმა აქტივისტები უკანონოდ დააკავეს, რითაც ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია განაცხადში ძალადობისა და შეუწყნარებლობის სისტემურ ფაქტებზე სახელმწიფოს არაეფექტურ რეაგირებაზეც საუბრობს. ორგანიზაცია ევროპულ სასამართლოს საქმის ვრცელ პოლიტიკურ კონტექსტში შეფასებას სთხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button