მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკა

პუტინის რეიტინგი ეცემა-როგორია კვლევის შედეგები რუსეთში

ლევადას ცენტრის კვლევის მიხედვით, ტოპ 10 რუსი ისტორიული მოღვაწის ჩამოთვლისას, ვლადიმირ პუტინი გამოკითხულთა მხოლოდ 15%-ს გაახსენდა, რაც 2017 წელთან შედარებით, განახევრებული მაჩვენებელია.

სიის სათავეში, 39%-იანი რეიტინგით მყარად დგას საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი, რომელსაც კომუნისტური რევოლუციის სულისჩამდგმელი, ვლადიმირ ლენინი, 30%-იანი აღიარებით მოსდევს.

ამ წელს პუტინზე მეტი აღიარება პოეტ ალექსანდრ პუშკინსა და პეტრე I-ს ხვდათ წილად, ეს ხაზს უსვამს იმას,რომ პუტინის 15%-იანი რეიტინგი 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია, ეს კი ის წელია, როცა ფედერაციის პრეზიდენტი ამ სიაში პირველად გამოჩნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button