მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილი იყო ძალიან დაუძლურებული-ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ყალბი დიაგნოზით გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. სააკაშვილთან შეხვედროს შემდეგ გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და მას სიარულში ბადრაგის თანამშრომლები ეხმარებოდნენ.

ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. სააკაშვილი იყო ძალიან დაუძლურებული. მიაკითხეს ეტლით და წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა – გაბრუებული იყო, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული, – ამის შესახებ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მთავარი ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილის არსებული მდგომარეობის დასრულება.

სააკაშვილის მონახულების შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დაავადება – ვერნიკეს ენცეფალოპათია დიაგნოზიდან მთლიანად ამოღებულია, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი – მძიმეა.

უფლებადამცველის განცხადებითვე, ყოფილ პრეზიდენტს არ აღენიშნება ფიზიკური ძალადობის კვალი, რადგან მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა.

ნიკა გვარამიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button