მნიშვნელოვანიმსოფლიო

სააკაშვილი მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს

უკრაინის “ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა სამართალდამცავების ავტომანქანიდან გამოიყვანეს და მასთან ერთად გაემართნენ უკრაინის პარლამენტის შენობისკენ.

მიხეილ სააკაშვილმა ყველას მოუწოდა, პარლამენტთან შეიკრიბონ და მოითხოვონ პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადადგომა.

უკრაინის შსს-ს კოლეგიის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, ანტონ გერაშჩენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “სამართალდამცავებმა სააკაშვილის მომხრეებს მის გათავისუფლებაში ხელი არ შეუშალეს სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, თუმცა, საბოლოოდ ყველა აგებს პასუხს უკანონო ქმედებებისთვის”.

“მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია არ უნდა მოხდეს და მან პასუხი უნდა აგოს უკრაინის კანონმდებლობით ქვეყნის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობისთვის” – განაცხადა გერაშჩენკომ.

მსგავსი პოსტები

Back to top button