მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას – სანდრა რულოვსი

მიხეილ სააკაშილის დაკავებას სანდრა რულოვსი ეხმაურება. ყოფილი პირველი ლედი, სოციალურ ქსელში წერს რომ სააკაშილი პოლიტპატიმარია და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.

ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე.  არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.

პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ”- წერს სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსი.

მსგავსი პოსტები

Back to top button