სააკაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ,რომ დაცული იყოს ყველას უფლება [Video]
“ჩვენი მთავარი მიზანია, წარსულში დავტოვოთ ხელოვნური კონფლიქტები. გავაერთიანოთ საზოგადოება, მიუხედავად იმისა,რომელ ენაზე საუბრობენ და ეთნოსის წარმომადგენლები არიან. მივაღწიოთ საზოგადოებრივ თანხმობას, იმ იდეის გარშემო,რომ მომავალში დაცული იყოს ყველას უფლება და პროცესები იყოს გამჭვირვალე. – მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის”- განაცხადა ოდესაში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ საკაშვილმა, აწ უკვე ოდესის გუბერნატორმა, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ყველაზე მეტად ადამიანის უფლებების დარღვევაში სდებენ ბრალს. საქართველოში მასზე აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეც.
დღეს პეტრე პოროშენკომ,უკრაინის პრეზიდენტმა მას მოქალაქეობა მიანიჭა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა.