სააკაშვილი უკრაინის პრემიერად დაინიშნება?
ოდესის გუბერნატორის -მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის შესახებ პეტიციას,ხელი უკვე საკმარისი რაოდენობის ადამიანმა მოაწერა. ახლა მთავრობა იძულებულია, რომ აღნიშნული ინიციატივა განიხილოს, გადმოსცემს INTERFAX.
ელექტრონული პეტიცია №22/001606-еп პირველ სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. მისი ავტორი ვიტალი ბიგუნია. საჭირო იყო 25 000 ხელმომწერი. თუმცა, ინიციატივას უკვე 25 900-მდე მხარდამჭერი ჰყავს.
კანონის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტი ვალდებულია აღნიშნული ინიციატივა მომდევნო 10 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილოს. ბოლო პერიოდში, საუბარი გახშირდა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ, თავად საქართველოს ექსპრეზიდენტმა კი რამდენიმე ადგილობრივ მედიასაშუალებასთან განაცხადა, რომ აღნიშნული პოსტის დაკავება მის ინტერესებში არ შედის.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის მაისის მიწურულს, უკრაინისპრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა.