სააკაშვილი ზელენსკის მოქალაქეობის დაბრუნებას სთხოვს
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინტერფაქსი უკრაონა ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი მიმართვა სააკაშვილის ადვოკატმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე ჩააბარა და კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოერთვა.
ამ საკითხზე ვლადიმერ ზელენსკიმ პოზიცია ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კამპანიის დროს დააფიქსირა.
,,მე ვფიქრობ, ის სერიოზული დიპლომატი და მრჩეველია ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი კანდიდატისთვის. ასეთი ადამიანის დახმარება საჭიროა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წელს, პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობისას ჩამოერთვა. საქართველოს მოქალაქეობა კი მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს, უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.