სააკაშვილის დივერსია თუ თვითპიარი?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ახალ სკანდალის ცენტრში მოხვდა. მან უკრაინული სამხედრო ბლოკ-პოსტების ამსახველი გასაიდუმლოებული ვიდეომასალა ინტერნეტში განათავსა, – იუწყება უკრაინული ტელეარხი “1+1”.

სააკაშვილი ანტიტერორისტული ოპერაცოიის ზონაში გაემგზავრა. ოფიციალური კიევი ასე იმ საბრძოლო მოქმედებების ზონას უწოდებს, სადაც დონბასის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს. სააკაშვილმა მარიუპოლის რაიონში ბატალიონ “შტორმის” მებრძოლები მოინახულა, ვიდეოზე კი უკრაინული ბლოკ-პოსტების განლაგება და გასაიდუმლოებული რუკა აღბეჭდა.

სამხედრო მოსამსახურეებმა, სააკაშვილის საქციელთან დაკავშირებით, საკუთარი აღშფოთება გამოხატეს.

“ვიდეოზე ყველა ბლოკ-პოსტი გადაიღო, რომელსაც ვიცავთ. ჩვენი მებრძოლების სახეები აჩვენა, რის შემდეგაც მათ ინტერნეტში სეპარატისტების ბევრი მუქარა წაიკითხეს. ეს უსამართლობაა იმიტომ, რომ ოდესის გუბერნატორს ბატალიონისთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია”, – განაცხადა ერთ-ერთმა მებრძოლმა.

როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული ინსპექციის შემდეგ, ბატალიონის მეთაურს გადადგომის შესახებ პატაკი დააწერინეს.

უკრაინის გენერალურ შტაბში სააკაშვილის მოქმედებებზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. ისინი თვლიან, რომ ეს კონტრდაზვერვის საქმეა.

“მაგრამ გენშტაბის თანამშრომლებმა, კამერის მიღმა, მომხდარ ფაქტს სწორი შეფასება მისცეს – ეს პოლიტიკური პიარია, რომელიც დივერსიის ტოლფასია”, – ციტირებს ტელეარხი “1+1”.

მსგავსი პოსტები

Back to top button