მნიშვნელოვანისაქართველო

სააკაშვილის ექსტრადიციის პროცედურები არ შეწყვეტილა – პროკურატურა

საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისექსტრადირებასთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში განცხადება გაკეთდა. როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, სააკაშვილისთვის უკრაინი მოქალაქეობის დაბრუნების საკითხი ამ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს.

,,მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები საქართველოს პროკურატურას დაწყებული აქვს და ეს სამართლებრივი პროცედურები არ შეწყვეტილა. რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მისი მოქალაქეობის დაკარგვის, ან აღდგენის ფაქტი მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნასთან და საექსტრადიციო პროცედურებთან არავითარ კავშირი არ არის და მიმდინარე პროცესზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს.  “, – განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოქალაქეობა დაუბრუნა, 29 მაისს კი, სააკაშვილი კიევში დაბრუნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button