მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 11 იანვარს გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 11 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. ცნობილია, რომ ამ სხდომაზე ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი გამოიკითხება.

მანამდე კი, დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელეს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე გამოიკითხა. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს, თუმცა მოსამართლე არევაძის თქმით, სხდომები ყოველდღიურად “ფიზიკურად ვერ გაიმართება”.

თავად მიხეილ სააკაშვილი პროცესს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ვერც დისტანციურად და ვერც ფიზიკურად ვერ დაესწრო.

საქალაქო სასამართლოში შეკრებილები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც, სხდომის პარალელურად კი საქალაქოს ეზოში აქცია მიმდინარეობდა.

”პროპაგანდისტული სპეცოპერაცია მიხეილ სააკაშვილის დასახსნელად” – ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებს ასე აფასებს მმართველი გუნდი.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ სასჯელის გადავადებას, ან მისგან გათავისუფლების გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს და ოპოზიცია უშედეგოდ ცდილობს საკითხს პოლიტიკური ელფერი მისცეს.

“”ნაციონალური მოძრაობა” ტყუილების ტირაჟირებით ცდილობს, რომ პატიმარ სააკაშვილის საქმე გაიყვანოს სამართლებრივი ჩარჩოებიდან. ეს არის გარკვეული პროპაგანდისტული სპეცოპერაცია, რომ დაიხსნან ეს პატიმარი ციხიდან. სინამდვილეში, ეს არის თავიდან ბოლომდე სამართლებრივი საკითხი, მასზე პასუხიმეგებლი არის სასამართლო და საამართლო იმსჯელებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია სააკაშვილთან,” – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

“ხალხის ძალის” წარმომადგენლების შეფასებით, შეწყალება პრეზიდენტის ინკლუზიური უფლებაა, თუმცა ამის სამართლებრივ მიზეზებს ვერ ხედავენ.

“საერთაშორის პორაქტიკა არ იცნობს ასეთ რამეს, რომ აპტიმარი გადაიყვანოს სახელმწიფომ სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ. გადაწყვეტილება დამოკიდებულია მართლმსაჯულებაზე.

რაც შეეხება შეწყალების საკითხს, არც სამართლიანია, არც ლოგიკურია, არანაირ ჩარჩოში ეს არ ზის, რადგან კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი,” – თქვა პარლამენტის წევრმა, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელმა გურამ მაჭარაშვილმა.

საზღვარგარეთ მყოფი უკრაინის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა ყოველთვის იყო და რჩება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი ქვეყნის საგარეო დიპლომატიური ინსტიტუტების პრიორიტეტად. სწორედ ასეთი პოზიციებიდან ახორციელებს საქართველოში უკრაინის საელჩო მუშაობას უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, – ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაში.

მისი თქმით, უკრაინა დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს გულმოწყალება და გადაიყვანოს ის ევროპის, ან აშშ-ის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

„უკრაინა გამოდის იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი არა პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილშია, ამიტომ დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს გულმოწყალება და გადაიყვანოს ის ევროპის, ან აშშ-ის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ჯანმრთელობის აშკარა მძიმე მდგომარეობისა და უარყოფითი ტენდენციების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button