მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს კვლავ სასამართლოს წინაშე წარდგება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე.

ყოფილ პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში სდებენ ბრალს.

დღევანდელ სხდომაზე იგეგმება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

სასამართლო პროცესს დაესწრება ორივე ბრალდებული – მიხეილ სააკაშვილი და თეიმურაზ ჯანაშია.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ადვოკატი შოთა თუთბერიძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button