მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, სადაც ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტია. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე ჩატარდება.

2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდება მიხეილ სააკაშვილს – მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა ამჯერად ექსპრეზიდენტი პროცესს. ადვოკატის განცხადებით გამოძიებას შესაბამისი მტკიცებულებები არ აქვს. უფლებადამცველი ამბობს რომ პროცესი პოლიტიზირებულია.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button