მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი – საქმე ამჯერად ყოფილი პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ადვოკატი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი აქვს.
ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთასთან კავშირში მყოფ კიდევ 4 პირს აქვს წარდგენილი – ის ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

სხდომის პარალელურად, სასამართლოს გარეთ, “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და მიხეილ სააკაშილის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

ადვოკატი შოთა თუთბერიძის ხმა

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button