მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩატარდება.

სასამართლო პროცესს დაესწრება თავად ბრალდებული სააკაშვილიც.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

პროცესი მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა და სხდომას მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი დაესწრება. სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

საქმეში სააკაშვილთან ერთად ყოფილი ხელისუფლების კიდევ 4 მაღალჩინოსანი ფიგურირებს.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

შოთა თუთბერიძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button