პოლიტიკასიახლეები

სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე დასწრება გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერც დრეს შეძლო.

ადვოკატებმა მოსამართლეებთან პენიტენციური დაწესებულების და ასევე კლინიკა “ვივა მედის” ოქმები წარადგინეს, სადაც წერია რომ სააკაშვილს უჭირს გადაადგილება შესაბამისად მისთვის პროცესში მონაწილეობა რეკომენდებული არაა.

რაც შეეხება საქმის სხვა ფიგურანტებს – სასამართლომ დავით კეზერაშვილის და ზურაბ ადეიშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა, თუმცა მათთვის მისჯილი წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა.

მორიგი სხდომა ე.წ 7 ნოემბრის საქმეზე 9 ნოემბერს ჩაინიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button