მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის სასამართლო სხდომის პარალელურად სასამართლოსთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იყვნენ შეკრებილები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იყვნენ შეკრებილები, რომლებმაც სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.ისინი აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის პატიმრობაში.
სხდომას 7 ნოემბრის ეპიზოდზე, თავად ბრალდებული ექსპრეზიდენტიც დისტანციურად ესწრება. დღეს იგეგმება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა. საქმეში, სააკაშვილთან ერთად, ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მისი თავისუფლება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელია.

“ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს პოლიტიკური პატიმრობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის რეალური გზა. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება პირდაპირ დამოკიდებულია ყველა იმ ეტაპთან, რომელიც უნდა გაიაროს საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. წარდგენილი ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button