“მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია”

გვიან, ღამით კანდელაკის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე და 236-ე მუხლებით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები და ექსპერტ- კრიმინალისტები.

31 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

მას ორი ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მოკლული სახლში იმყოფებოდა, როდესაც მას დაუდგენელმა პირმა დაუძახა და საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან, სავარაუდოდ, საფანტის თოფიდან ესროლა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის თვითმხილველია მოკლულის დედა.

მსგავსი პოსტები

Back to top button