მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის უფლებადამცველები მიიჩნევენ რომ პრეზიდენტი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები მიიჩნევენ რომ პრეზიდენტი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს – საუბარია ჯანაშიას საქმეზე მასალების გასაჯაროებაზე, რომლის შესახებ სალომე ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტმა მიმართა, თუმცა ის საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას არ აპირებს.

ადვოკატების შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის ქმედება არაკონსტიტუციურია და ეს მორიგი პოლიტიკური სპეკულაციაა.
უფლებადამცველების თქმით, ჯანაშიას საქმის დეტალების გასაჯაროებით, მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობა დამტკიცდება,
რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლების ინტერესებს ეწინააღმდეგება.

სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხა. საუბარია ღია წერილზე, რომლითაც მესამე პრეზიდენტმა მეხუთეს, მიმართა და მოუწოდა, მოხსნას გრიფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც.

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დოკუმენტების შენახვის საქმის წარმოებას ახორციელებდა უშიშროების საბჭოს აპარატი, რომელიც 2018 წელს გაუქმდა. ამის შემდეგ კი უშიშროების საბჭოს სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა, შესაბამისად ეს დოკუმენტები გადაგზავნილია მთავრობის ადმინისტრაციაში.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ბექა ბასილაიას და შოთა თუთბერიძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button