მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის იდეაზე უარი თქვეს”

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა.

„ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენი საქმე არ არის, თუ ვინ იქნება უკრაინის მთავრობაში. მედიაში წავიკითხე, რომ თითქოს უარი თქვეს ამ იდეაზე. მადლობა ღმერთს. ასე ვიტყვი: სააკაშვილი ძალიან ცუდი ნიშანია. ძალიან ცუდი ნიშანია საქართველოსთვის, – ქვეყანა დაინგრა. კარგი არაფერი გამოუვიდა ოდესაში. ოდესისთვისაც ცუდი ნიშანია“. – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ცუდის მანიშნებელი იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტისთვის, პეტრო პოროშენკოსთვის.

„პოროშენკოს რეიტინგი ცოტათი დაეცა სააკაშვილის გამოჩენისას. თუმცა, კვლავ გავიმეორებ: ეს ჩვენი საქმე არ არის“. – დასძინა დიმიტრი პესკოვმა.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რეფორმების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შესვლა შეიძლება შესთავაზონ. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. მოგვიანებით კი, უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია, ვინაიდან საკმარისი რაოდენობის ხმების მოგროვება ვერ შეძლო.

მსგავსი პოსტები

Back to top button