მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
სააკაშვილისთვის გაგზავნილი რადიომიმღები ჰერეთს უკან დაუბრუნდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, რუსთავის ციხეში გაგზავნილი რადიომიმღები, მედიაჰოლდინგ ჰერეთს დღეს ოფიციალურად უკან ჩაბარდა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ჰერეთს მიზეზები არ განუმარტეს.
“ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია მიზეზები, რატომ ვერ მიიღო ამანათი მიხეილ სააკაშვილმა”- ამბობს რამაზ სამხარაძე, ჰერეთის დამფუძნებელი.
ჰერეთმა მიხეილ სააკაშვილს, ინფორმაციაზე წვდომის მიზნით, რადიომიმღები რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 8 ოქტომბერს გაუგზავნა.