სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა – ბექა ბასილაია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.
ამის შესახებ ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბასილაიას ინფორმაციით, სააკაშვილი საკაცით გაიყვანეს.
„სამედიცინო თვალსაზრისით ვერ შევაფასებ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. როცა წაიქცა, ვიდრე საკაცეს ჩამოიტანდნენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მიშა გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ და როცა ოთახში გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. შემდეგ ჩამოიტანეს რამდენიმე წუთში საკაცე. თვალებს თანამშრომლები უხსნიდნენ, გადააწვინეს საკაცეზე. ამ წუთში არ ვიცი მისი მდგომარეობა. მანამდე ვესაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო, როცა ჩვენ გვხვდებოდა. 10 წუთია, რაც აიყვანეს. როცა წაიქცა, წაქცეულზე, სამედიცინო თვალსაზრისით არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, ხელით გავუხსენი თვალები. არ ვიცი სად აიყვანეს, დააწვინეს და აიყვანეს“, – განაცხადა ბასილაიამ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.მათი ცნობით, ექიმი რეანიმატოლოგი მედიისთვის კომენტარს ცოტა ხანში გააკეთებს.
მოგვიანებით, ადვოკატმა მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ კომუნიკაცია აქვთ სახალხო დამცველთან და პენიტენციურისგან მიწოდებული ინფორმაციით, მდგომარეობა დასტაბილურდა.