საქართველოსიახლეები

სააკაშვილმა თავი გულივერად წარმოიდგინა

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე ქავერი შეცვალა და ახალ ფოტოზე ჯონათან სვიფტის ცნობილი ნაწარმოების მეზღვაური გმირივით, გულივერივითაა გამოსახული ლილიპუტების ქვეყანაში.

გუშინ კი, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გენეტიკური ტესტი ჩაიტარა და ფეისბუქის მომხმარებლებს სიახარულით ამცნო, რომ 99%-ით ქართველია.

„წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული” – ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი. ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას, მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში. არ აღმომაჩნდა არცერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან. ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან ,ოღონდ, იმის გამო,რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია. აღმოჩნდა, რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია, ევროპელთან ქორწინებით. ყველა მეზობელს პატივს ვცემ, ჩემთვის ყველა ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს პატრიოტი თანაბრად ფასეულია, მაგრამ აბა ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button