სააკაშვილს დაჯავშნული ავტომობილი მოჰპარეს [Photo]

კიევში დაჯავშნული ავტომანქანა Toyota Land Cruiser-ი გაიტაცეს, რომელიც ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა. ინფორმაცია უკრაინის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ელენა ლუკაშმა საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

ინციდენტი ოთხშაბათს, 6 ივლისს მოხდა.

“სააკაშვილს ახალი პოლიციის წლისთავი მიულოცეს. დღეს კიევში მისი კუთვნილი დაჯავშნული Toyota Land Cruiser-ი გაიტაცეს, რომელიც 6 მილიონი გრივნა ღირს. დღესასწაულს გილოცავ, მიხო! შესანიშნავი რეფორმაა! თანამემამულე-რეფორმატორებს მოკითხვა გადაეცი!”, – დაწერა ლუკაშმა.

გამოცემა «Страна.ua»-ს ინფორმაციით, დანაშაული კრიმინალური ავტორიტეტის, სერგო ღლონტის ხელქვეითებმა ჩაიდინეს, რომელიც აგრეთვე ცნობილია “გუგა”-ს მეტსახელით. ავტომობილი მფლობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ კიევის სააპელაციო სასამართლო უკრაინაში დაკავებული ღლონტის უნგრეთში ექსტრადაციაზე უარს განაცხადებს და მას ციხიდან გაათავისუფლებს. ოფიციალური ბუდაპეში ღლონტს თაღლითობაში ეჭვმიტანილად თვლის და მიაჩნია, რომ იგი უნგრეთის მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”37904″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button