საახალწლო ჯილდო თელავის მერიისგან

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ თანამშრომლებს ფულადი ჯილდო დაურიგა.
მოხელეების საახალწლო წახალისებისათვის მერიამ 122 ათასი ლარი დახარჯა.
ფულადი ჯილდოები მიიღო ყველა თანამშრომელმა, მერისა და მისი მოადგილეების გარდა, რომელთა ხელფასები იანვრის თვიდან, თითქმის გაორმაგებულია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, თამარ ზაზანაშვილის განმარტებით, თანხა თანამშრომლების მიერ გაწეული შრომის შეფასების მიხედვით გაიცა.
” ჩვენ შევაფასეთ, ვინ როგორ იმუშავა, რა შრომა გასწია და თანხები იმის მიხედვით არის გაცემული”- განმარტა ზაზანაშვილმა.
საახალწლოდ გაცემული ფულადი ჯილდოს რაოდენობა, თელავის მერიაში, თანამშრომლების ხელფასების ხელფასის 40 – დან 80 პროცენტამდე მერყეობს.
ჯილდო, საჯარო სამსახურში წახალისების ახალი მექანიზმის სახელია. ცვლილება 2017 წელს, საქართველოს პარლამენტმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეიტანა, რომლის თანახმადაც, პრემიის ინსტიტუტი გაუქმდა და ის იმავე შინაარსის ჯილდომ ჩაანაცვლა.
ჯილდოს საჯარო მოხელე, გარკვეული დამსახურებისთვის იღებს და გაცემული თანხის მაქსიმალური ოდენობა, დასაქმებულზე წლის განმავლობაში გასაცემი ხელფასის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.