მნიშვნელოვანისიახლეები

“საახალწლო სოფელში” უამრავი ადამიანია შეკრებილი ,,- თბილისის მერი

თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, “საახალწლო სოფელში” შეკრებილ საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ. ამის შესახებ მან საახალწლო ღონისძიებებზე ე.წ. ტიტუშკების შესაძლო მიყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

“საახალწლო სოფელში” უამრავი ადამიანია შეკრებილი. ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი გამოდის და აქ შეკრებილ საზოგადოებას აყენებს შეურაცხყოფას. ჩემი თხოვნა იქნება, ცოტა ზრდილობა იქონიეთ. ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button