სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თამაზ ურთმელიძის განჩინება

სააპელაციო სასამართლომ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება, რომელიც რუსთავი 2-ში დროებითი მმართველების დანიშვნას ეხებოდა, სრულიად გააუქმა.

ასევე არ დაკმაყოფილდა დავით დვალის მოთხოვნა დროებითი მმართველების სიიდან ამორიცხვის შესახებ. სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის იურისტების მოთხოვნა ყადაღის გაუქმებასთან დაკავშირებით.

სასამართლომ რუსთავი 2-ს უფლება მისცა გააქირავოს ცალკეული სტუდიები, გააფორმოს საიჯარო ხელშეკრულებები, მათ შორის, მოძრავი ქონების გაქირავებაზეც. ამასთანავე ხელშეკრულების მოქმედების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით გამოეხმაურა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი. პაატა სალიას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, სადაც კომპანიას მოეხსნა შეზღუდვა ტექნიკის გაქირავებასთან დაკავშირებით, მათ მოთხოვნას არსებითად არ ცვლის, რადგან მისი განმარტებით, მათი მიზანი იყო, დავის დასრულებამდე არ მომხდარიყო კომპანიის გასხვისება ან მისი რაიმე სხვა ფორმით დატვირთვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button