კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სააპელაციო სასამართლო შაქარაშვილის საქმის განხილვას იწყებს

სააპელაციო სასამართლო 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს.

ფეხბურთელის მკვლელობისთვის გასამართლებულების ადვოკატები მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გამამტყუნებელ განაჩენს ასაჩივრებენ.

„დღეს პირველი სხდომა გაიმართება. სხდომა დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება. ვფიქრობთ, რომ სააპელაციო სასამართლო ასეთ გახმაურებულ საქმეზე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. თუმცა, თუკი სამართლებრივად მივუდგებით საქმეს, რა თქმა უნდა, ცალსახად უნდა შეცვალოს გამამტყუნებელი განაჩენი და მიიღოს გამამართლებელი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ არაფერი შეიცვლება. ჩვენ ახლა ფორმალურად უნდა გავიაროთ ყველა ეროვნული ინსტანცია იმისათვის, რომ საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ“- აცხადებს ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე,

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ სცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ორ არასრულწლოვანს, ზ.ხ.-სა და ა.ქ. მოსამართლემ თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვის ვადით მიუსაჯა.

შეგახსენებთ,სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 ბრალდებული დამნაშავედ სცნო. 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს.

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი სწორედ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

ფეხბურთელის ცხედარი გასული წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 – არასრულწლოვანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button