მნიშვნელოვანისაქართველო

საარჩევნო წელს მთავრობა პენსიებს და ხელფასებს ზრდის

საარჩევნო წელს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდ საპენსიო ზრდას აანონსებს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ 2020 წელს ყველა პენსიონერს პენსია 20 ლარით, ხოლო 2020 წლის პირველი ივლისიდან 70 წელზე უფროს პენსიონერებს პენსია დამატებით 30 ლარით, ანუ ჯამურად 50 ლარით გაეზრდებათ.

მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

გახარია ირწმუნება, რომ 2020 წლის ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ ბავშვებს, პენსიონერებს, ღვაწლმოსილ მოხუცებს, მასწავლებლებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს.

გიორგი გახარიას ხმა►

მსგავსი პოსტები

Back to top button