საარჩევნო უბნების დარბევის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონის სასამართლომ სოფელ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევის ფაქტზე დაკავებულ გია მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რათა პროცესში მონაწილე მოწმეებზე ზეწოლა არ მოხდეს.

მხეიძის წინააღმდეგ საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 162-ე და 163-ე მუხლებით აღიძრა, რაც არჩევნებზე ძალადობას და საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლას გულისხმობს.

ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე მომხდარი ფაქტების გამო 8 ოქტომბრის არჩევნებზე ორივე უბანი გაუქმდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button