მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საავადმყოფოების გადატვირთვა სახეზეა, დავიცვათ რეგულაციები-ამირან გამყრელიძე
ვაქცინაციის რეგისტრაციის პარალელურად, ეპიდემიოლოგები მძიმე ეპიდემიოლოგიურ მგდომარეობაზე საუბრობენ.
დავადებათა კონტროლის ეროვნული ცეწნტრის ხელმძღვანელი , ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მოქალაქეებმა კიდევ უფრო მეტად ყურადღებით უნდა გაითვალისწინონ ის რეგულაციები, რომელიც დღეს არის ქვეყანაში შესასრულებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ინფიცირებულთა რაოდენობის შეკავება გაუჭირდება.
“სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია სულ უფრო და უფრო რთულდება. ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე ძალიან სერიოზულია. დაახლოებით 24000-მდე აქტიური შემთხვევაა დილის მონაცემებით. საავადმყოფოების გადატვირთვა სახეზეა უკვე და ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მოსახლეობამ და ჩვენ ერთად დავიცვათ რეგულაციები,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.