საავიაციო უნივერსიტეტის თელავის აეროპორტს ერეკლე II-ის სახელი მიენიჭა

საავიაციო უნივერსიტეტის თელავის აეროპორტს, რომელიც დღემდე “მიმინო”-ს სახელით იყო ცნობილი, ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის სახელი მიენიჭა და ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საჩვენებელი.

აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით. აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.

საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას ამ აეროპორტში გადიან. ამჟამად მიმდინარეობს მათთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლის რემონტი. ახლო მომავალში კი, დაგეგმილია პილოტთა და ავიასპეციალისტთა მომზადება შვეულმფრენზე.

Piper Seneca-ს ტიპის 6 ადგილიანი თვითმფრინავით დაიწყება ჩარტერული რეისების შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button