რეგიონისაქართველოსიახლეები

საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა აკრძალულია

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – ინფორმაციას ამის შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გარდა ამისა, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება. ადგილზე მოძრაობას კოორდინირებას და ზედამხედველობას საპატრულო პოლიცია გაუწევს. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი პოსტები

Back to top button