საბანკეტო დარბაზში გაზის ბალონი აფეთქდა

ზუგდიდში, საბანკეტო დარბაზ “კოლხეთში” გაზის ბალონი აფეთქდა. “ლაივპრესის” ინფორმაციით, შედეგად შენობის დამხმარე ნაგებობა დაზიანდა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა საბანკეტო დარბაზის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაკეტილები არიან, არ მუშაობენ და ინფორმაცია სიმართლე არ არის:
“ჩვენთან არა. არასწორი ინფორმაცია გაქვთ. ჩვენ არ ვმუშაობთ და აქ არაფერი მომხდარა”.
საბანკეტო დარბაზს 18 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნული აქვს, რომ პანდემიის საფრთხის გამო ორი კვირით წყვეტს მუშაობას და გატანის სერვისზე გადადის.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “ლაივპრესს” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა, საყოველთაოდ საშიში საშუალებით.