მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“საბავშვო ბაღების აღმზრდელებისათვის განკუთვნილი გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ ასათვისებელია”

“საბავშვო ბაღების აღმზრდელებისათვის განკუთვნილი გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ ასათვისებელია”- ამის შესახებ რადიო ჰერეთს თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა.
მაია ჯღუთაშვილის განმარტებით, მიზეზი შესაძლოა ბაღებში შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესი იყოს.

“ჯერჯერობით ბაღების პერსონალისათვის განკუთვნილი ვაქცინა სრულად ათვისებული არ არის. მათთვის ეს აცრა მანდატორულია. შესაძლოა, მიზეზი შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესი იყოს და როცა ბაღებში დაბრუნდებიან, ვაქცინაცია ჩაიტარონ. მას შემდეგ, რაც უფასო გახდა, გრიპზე აცრის მსურველების რიცხვი გაზრდილია. ვნახოთ, 1 დეკემბრამდე დროა და გვეცოდინება, რა რაოდენობა გვჭირდება კიდევ”- განაცხადა ჯღუთაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინიციატივით, გრიპის ვაქცინა, ყველა მოქალაქისათვის 6 თვის ასაკიდან, 1 დეკემბრამდე უფასოა.

დღევანდელი მდგომარეობით, კორონა ვირუსით გამოწვეული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, თელავსა და გურჯაანში ყველა საბავშვო ბაღი დაკეტილია და დეკემბრამდე სააღმზრდელო პროცესის განახლება არ იგეგმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button